შვეიცარიელები ვაკო გვილიას გვიქებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველს ვაკო გვილიას რომ "ბატეში" არ ათამაშებდნენ და უსამართლოდ მოექცნენ, თავის ახალ გუნდში, "ლუცერნში" კარგი ბურთაობით დაამტკიცა.

მას არანაირი ადაპტაცია არ დასჭირვებია და ჩატარებული 4 მატჩიდან მისმა გუნდმა 2 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ შრომა და გარჯა დაუფასეს და შვეიცარიის წამყვანმა გამოცემებმა ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვაკოს თამაშით "ლუცერნერ ცეიტუნგია", რომელმაც "სიონთან" ნამატჩევს მისი ასპარეზობა ყველაზე მაღალი ბალით, 5.5-იანით შეაფასა და წერილს ასეთი სათაური წარუმძღვარა:

"ლუცერნიდან" საუკეთესო ვალერიან გვილია იყო
"ამ შემტევი ნახევარმცველის იერიშში ჩართვა მუდამ ეფექტურია, ზუსტ გადაცემებს აკეთებს და სახიფათოა სტანდარტულებისას. მან გუნდი გააძლიერა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამაში ეჭვი არც მეპარებოდა.ვაკო ბევრი ქართველი ფეხბურთელისაგან განსხვავებით ძალიან მიზანდასახულია.ის კიდევ უფრო მოუმატებს.
სოსო
10:02 07-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული