20 დღის წინ "აქტობეში" ჩარიცხული ჯაბა ჯიღაური "ორდაბასში" გადავიდა
AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, "ვარდარიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული 25 წლის ქართველი ლეგიონერი ჯაბა ჯიღაური "აქტობეში" ჩაირიცხა, მაგრამ ახლა ყაზახური საიტი kazfootball.kz გვამცნობს, რომ ის "ორდაბასში" გადავიდა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ კლუბებმა ფეხბურთელები გაცვალეს - ჯიღაური "ორდაბასის" წევრი გახდა, ხოლო 31 წლის სერბი მცველი ალეკსანდრ სიმჩევიჩი - "აქტობესი".
ჯაბამ ახალგაზრდულ გუნდთან ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.
ძალიან კარგია წინსვლა, მაგრამ მთავარი წინსვლა მაშინ იქნება თუ "კაირატში" ან "ასტანაში" აღმოჩნდება. ამ ტემპით თუ წავიდა ჯაბა, არ არის გამორიცხული, ეს წელსვე მოხდეს. მე მაინც "კაირატში" უსურვებდი მოხვედრას, რაც არ უნდა იყოს მაინც გამოცდილი და დიდი ისტორიიის გუნდია, "ასტანასტან" შედარებით.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.