ლუკა ზარანდიამ ისევ გაიტანა, "არკა" ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 აპრილს პოლონეთის თასის ნახევარფინალში "არკა" სტუმრად 1:2 დამარცხდა "კორონასთან". იმ შეხვედრაში ნახევარმცველი ლუკა ზარანდია შეცვლაზე შევიდა და გოლი გაიტანა.

დღეს კი გდინიური გუნდი ექსტრაკლასას 30-ე ტურში გდანსკში დამარცხდა "ლეხთან" 2:4. ამჯერად ზარანდია ძირითად შემადგენლობაში იყო და ისევ გაიტანა გოლი. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე გატანილი მისი პირველი გოლია.

"არკა" 40 ქულით მე-9 ადგილზე დარჩა და 17 აპრილს თასის საპასუხო შეხვედრაში "კორონას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული