ქვილითაიამ მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა, მაგრამ "რაპიდი" მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში გიორგი ქვილითაიას "რაპიდი" გრაცში დამატებით დროში დამარცხდა "შტურმთან" 2:3.

მატჩმა გრაცში დიდი ინტერესი გამოიწვია, 16 764-ადგილიან "მერკურ არენაზე" თამაშს 15 750 გულშემატკივარი დაესწრო.

მწვრთნელმა გორან დურიჩინმა გიორგი ისევე როგორც წინა მატჩში, ჩემპიონატის 30-ე ტურში "აუსტრიასთან" (მან იმ თამაშშიც გაიტანა გოლი), ამჯერადაც შეცვლაზე შეუშვა, 53-ე წუთზე, როდესაც 0:1-ს აგებდნენ. მერე სტუმრებმა ანგარიში კი გაათანაბრეს, მაგრამ მასპინძლები მალევე ისევ დაწინაურდნენ და ქართველმა ფორვარდმა 84-ე წუთზე მოახერხა გრაცელთა კარის თავურით დალაშქვრა და დამატებითი დრო დაინიშნა.

102-ე წუთზე კი შტურმმა"
გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ფინალში გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაც აქ ვნახე,რაპიდის დაცვაში ბოჩოლები უბიათ
სოსო
11:15 19-04-2018
0
რაპიდს მცველები და მეკარე სტიკერივით ყავს მიხატული მოედანზე
ანესთეზეოლოგი
13:26 19-04-2018
0

სიახლეები პოპულარული