10 საინტერესო ფაქტი გიორგი ქვილითაიას შესახებ

AutoSharing Option
ალბათ, არ არსებობს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელიც გიორგი ქვილითაიას პროგრესს ვერ ხედავს.

ქართველმა ფეხბურთელმა თითქოსდა ჩაგდებული სეზონის შემდეგ იმდენად მოუმატა, რომ თითქმის ყველა მატჩში გოლი გაიტანა. მაგალითისთვის თუნდაც "შტურმთან" ავსტრიის თასის ნახევარფინალური მატჩი გამოდგება.

▶ ქვილითაიამ მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა, მაგრამ "რაპიდი" მაინც დამარცხდა [VIDEO]

გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ქართველი ფორვარდის შესახებ:

10. გიორგი ქვილითაია 1993 წლის 1-ელ ოქტომბერს აბაშაში დაიბადა. მისი კარიერა თბილისში, "სასკოში" დაიწყო. დღეს ფეხბურთელი 24 წლისაა. მას ფორვარდისთვის დამახასიათებელი კარგი საგოლე ალღო აქვს. ამავდროულად, სიმაღლეში 1.93-ია,
რაც ფორვარდისთვის იდეალური პარამეტრია.

9. მისი პირველი უცხოური გუნდი "დიორ ეტო" იყო, რომელიც უნგრეთის ჩემპიონატში თამაშობს. ქვილითაიას იქ წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა. ორი წლის განმავლობაში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე კი 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა იყო.

Sportall.Ge

8. უნგრეთიდან ის საქართველოში დაბრუნდა. მისი პირველი კლუბი ეროვნულ ლიგაში გორის "დილა" იყო, რომელშიც ასევე ნაკლებად სწყალობდნენ. სულ 2013-14 წლების სეზონში მან 18 მატჩი ჩაატარა, თუმცა აქედან 11 - შეცვლაზე. მის ანგარიშზე სეზონში 6 გოლი იყო. აღსანიშნავია, რომ "დილაში" ის მეორე გუნდშიც ათამაშეს ერთხელ და იქ "ლოკომოტივის" წინააღმდეგ პოკერი შეასრულა. 

7. გიორგი ქვილითაიას ყველაზე შედეგიანი პერიოდი თბილისის "დინამოში" ჰქონდა, ერთ სეზონში 24 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

6. ქვილითაია ვენის "რაპიდის" ფეხბურთელი 2016 წელს გახდა და მან 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. საქართველოს ნაკრების შემტევი უკვე მეორე სეზონს ატარებს კლუბში.

5. ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ წელს მიზანი აქვს, 13 გოლი გაიტანოს, რადგან მისი საყვარელი ციფრი 13-ია და სეზონის დასრულებაც ასე უნდა. მას მიზნის შესასრულებლად 2 გოლი უკლია.

Sportall.Ge

4. ავსტრიაში გადასვლიდან პირველ წელს 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2017/18 წლების სეზონში კი ძალიან ხანგრძლივი მშრალი სერია ჰქონდა, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში ფორმაში შევიდა და უკვე 11 გოლი აქვს გატანილი. ამასთანავე, მის ანგარიშზეა 3 საგოლე გადაცემა.

3. ის საკუთარ მშრალ სერიას ასე ხსნიდა: - მქონდა ძალიან წარუმატებელი და უგოლო პერიოდი, რომელიც თავდამსხმელისთვის ადვილი არ არის. ისეთ გუნდში, როგორიც "რაპიდია", უგოლო პერიოდს გულშემატკივრებიც არ გპატიობენ. პლუს, ჟურნალისტებისგან მქონდა წნეხი და ქართველი ქომაგებისგანაც. ეს არ იყო ადვილი გადასატანი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი და დახმარებას ყოფილ თავდამსხმელებს ვთხოვდი.

ვთხოვდი რჩევას, თუ რა როგორ გამეკეთებინა. ყველა ერთხმად მეუბნებოდა იმას, რომ ცუდზე არ მეფიქრა. ასევე, ორჯერ მეტი უნდა მევარჯიშა და მაქსიმალურად კონცენტრირებული ვყოფილიყავი. ვცდილობდი, ეს ყველაფერი გამეკეთებინა.
ალბათ, ამიტომ თქვა მწვრთნელმაც, ქვილითაიამ ეს წარმატება დაიმსახურაო.

ძალიან მინდოდა, უიღბლო პერიოდი დასრულებულიყო და ისევ გოლების გატანა დამეწყო.

▶ გიორგი ქვილითაია: საქართველოში გატანილი 24 გოლი ავსტრიაში არაფერს ნიშნავს

2. გიორგი ქვილითაიას ნაკრებში ვლადიმირ ვაისმა უხმო, მისი სანაკრებო დებიუტი კი 22 წლის ასაკში შედგა. ნაკრებში სულ 14 მატჩში იყო გამოძახებული და 4 გოლი გაიტანა. ქვილითაიას ჯერჯერობით ოფიციალურ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.

1. გიორგი ქვილითაია თამამ განცხადებებს არ უფრთხის. მან ავსტრიელი ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა: "ავსტრიის ნაკრები მუნდიალზე ვერ ითამაშებს! რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ თქვენ დამარცხებას ვაპირებთ. რეალურად რომ მივუდგეთ საქმეს, ავსტრია ჩვენზე ოდნავ ძლიერი გუნდია და შანსები 40-60-ზეა მასპინძელთა სასარგებლოდ.

▶ სიყვარულის ისტორია - 10 საინტერესო ფაქტი ტოჩინოშინის შესახებ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული