გიორგი მერებაშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

AutoSharing Option
პლოცკის "ვისლას" საიტი იუწყება, რომ მათი გუნდის ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი საოპერაციოა.

როგორც გაუწყეთ, პოლონეთის ექსტრაკლასას 31-ე ტურში კრაკოვის "ვისლასთან" მატჩის მე-15 წუთზე მან ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

გუნდის ექიმმა პაველ ნოვაცკიმ განაცხადა, რომ გიორგის კუნთი დაუზიანდა, ოპერაციის გაკეთება მოუწევს, სარეაბილიტაციო პერიოდი ორ თვეს გასტანს და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

გიორგიმ მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინც კი ფორმაში ჩადგა,ყველას გვიმტვრევენ.
სოსო
23:34 19-04-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული