ქართველმა პრემიერლიგის 26-ე ტურში, გროზნოს "ახმატთან" დაპირისპირებაში სეზონში მეოთხე ბარათი მიიღო, რაც ავტომატურად ერთი მატჩის გამოტოვებას უდრის.
საინტერესოა, რომ საბა "ლოკომოტივის" შეხვედრას რუსეთის პრემიერლიგაში პირველად გამოტოვებს.
მისი გუნდი 22 აპრილს "უფას" უმასპინძლებს. მოსკოველები პრემიერლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე უახლოეს მდევარ "სპარტაკს" 6 ქულით უსწრებენ.
▶ კვირკველია "ლოკომოტივში" შეუცვლელია - საბამ მოსკოვური გუნდის ყველა მატჩში ითამაშა