ქართული დელეგაცია პოლონეთში - ბრძოლა მედლებისთვის და ექსტრაკლასაში დასარჩენად [PHOTO]

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში საქართველოდან საკმაოდ დიდი დელეგაცია წავიდა პოლონეთში, ამ ეტაპზე 7 სხვადასხვა პოლონურ კლუბში არიან გადანაწილებული. მათგან ორი პოლონეთის რანგით მეორე ლიგაშია.

პოლონეთის ექსტრაკლასაში 16 გუნდი თამაშობს, ორი წრის ჩატარების შემდეგ ჩემპიონატი ორად იყოფა: "ჩემპიონთა რაუნდად" და "გასავარდნ რაუნდად". თუმცა რეგულარულ სეზონში ჩატარებულ მატჩებში დაგროვებული ქულები მიჰყვებათ.

ჩემპიონთა რაუნდში ორი ქართული გუნდია: გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" და ნიკა კაჭარავას "კორონა".

"პლოცკი" ორი ჩატარებული ტურის შემდეგ მე-4 ადგილზე იმყოფება, კლუბს 53 ქულა აქვს და პირველ ადგილოსან "ლეხს" 5 ქულით ჩამორჩება. კლუბისთვისაც და
ქართველი ქომაგისთვის ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა, გიორგი მერებაშვილმა ტრავმა მიიღო და ამ სეზონში კლუბს ვეღარ დაეხმარება.

კლუბს ოფიციალურად "ვისლა" ჰქვია, თუმცა პოლონელებიც კი ხშირად ინტერვიუებში გუნდის დასახელებისას "პლოცკს" იყენებენ. ქალაქი თვითონ საკმაოდ პატარაა, მოსახლეობა 126 000 ადამიანს შეადგენს. კლუბი "კაზიმირ გორსკის" სტადიონზე თამაშობს, რომელიც 11 000 ადამიანს იტევს.

გიორგი მერებაშვილმა ამ სეზონში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის კლუბის ბომბარდირებს შორის მე-3 ადგილზე იყო, ხოლო საგოლე გადაცემებით მე-2 ადგილზე.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

საჩემპიონო რაუნდში ნიკა კაჭარავას "კორონაც" ასპარეზობს, მათ 48 ქულა აქვთ და მე-6 ადგილზე იმყოფებიან. შანსები კორონასაც აქვს მესამე ადგილთან სხვაობა 6 ქულაა, ხოლო მათთვის ლიდერ "ლეხზე" დაწევა რთული იქნება რადგან სხვაობა 10 ქულაა.

"გვირგვინოსნები"  ქალაქ კიელცეს სახელს იცავენ, რომელშიც დაახლოებით 200 000 ადამიანია დასახლებული. კლუბი "კოლპოლტერ არენაზე" ასპარეზობს, რომელიც 17 000 ადამიანს იტევს.

ნიკა კაჭარავამ ტრავმის მოშუშების შემდეგ ეს სეზონი "ხმაურიანად" დაიწყო, თუმცა შემდეგ ისეთივე ტემპში ვეღარ შეძლო გაგრძელება. ამ სეზონში ყველა ტურნირზე 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. კლუბის ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზეა, საგოლე გადაცემებში კი პირველ ადგილს იყოფს კოსაკივიცთან.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

"გასავარდნ რაუნდში" მეორე ადგილზეა ლუკა ზარანდიას "არკა", თუმცა თეორიული შანსია იმისა რომ მის კლუბს რაიმე ხიფათი შეექმნას.

"არკა" ქალაქ გდინიას გუნდია, სადაც 247 000 ადამიანი ცხოვრობს. კლუბი სტადიონ "გოსირ"-ზე თამაშობს რომელიც 15 000 ადამიანს იტევს.

ამ სეზონში ნიკა ზარანდიას ნაკლებად სწყალობდნენ, 15 მატჩში მიიღო ქართველმა მონაწილეობა და ამათგან 8 შეხვედრა დაიწყო ძირითადში. მისი მონაგარი 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

"პოგონში" მხოლოდ ლაშა დვალი შემორჩა, მათე ცინცაძე უკვე "რუსთავის" ღირსებას იცავს. "პოგონი" გასავარნდ რაუნდში მეოთხე ადგილზეა, თუმცა შანსი იმისა, რომ გავარდნენ საკმაოდ მცირეა.

"პოგონი" ქალაქ შჩეცინის გუნდია, სადაც 400 000 ადამიანია დასახლებული. "ფლორიანა კრიგიერას" სტადიონი 18 000 ადამიანს იტევს.

ლაშა დვალს კარგი სეზონი გამოუვიდა, მის გარჯას უკვალოდ არ ჩაუვლია და მატჩების 90% მეტში მიიღო მონაწილეობა. ის ხშირად ხვდებოდა პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურში და ამ სეზონში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ბოლოს წინა ადგილზეა ნიკა კვანტალიანის "ტერმალიცა", რომელსაც თავის გადარჩენის შანსი აქვთ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მათზეა დამოკიდებული.

კვანტალიანი ამ ზამთარში გადავიდა "ტერმალიცაში" და მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 31 წუთით.

"ტერმალიცა" რაც არ უნდა საოცრად ჟღერდეს 728 კაციანი სოფლის გუნდია, რომელსაც 4670-იანი სტადიონი აქვს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

პოლონეთის მეორე ლიგაში ორი ფეხბურთელია 19 წლის ლუკა ასათიანი, რომელმაც ამ სეზონში მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა და "ვიგრი სუვალკის" ღირსებას იცავს. კლუბს 4 ქულა აშორებს მეორე ადგილოსანთან, რომელიც ექსტრაკლასის საგზურს მოიპოვებს.

გუგა ფალავანდიშილის "პოძებისკიე" კი მე-11 ადგილზეა და თეორიულ შანსები აქვთ რომ რამეს მიაღწიონ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა "ლეხზე" დაწევა, რის "ტერმალიცას" აქვთ, რა უბედურებაა, რა ენაზე წერთ.
ჯორჯიან
23 აპრილი 2018 08:10
0
Dvali piasttan matchshi sauketeso motamshed daasaxeles da didi albatobit simbolurshic sheikvanen...
David
22 აპრილი 2018 22:18
0
მარტო ხედებიდან მივხვდებით რა უკანაა ქართული ფეხბურთი. ძირითადი არენების გვერდზე, ყველა ფოტოზე ჩანს 3-4 სათადარიგო და სავარჯიშო მოედანი, რომელიც ისევე კარგად გამოიყურება როგორც მთავარი არენის. სამი ოთხი სავარჯიშO კი არა, ქართული გუნდების უმრავლესობას ერთიც არ აქვს, არადა ამბიციები იცოცხლე.
dinamo81
22 აპრილი 2018 21:11
0
დელეგაცია არა დიპკორპუსი
odala
22 აპრილი 2018 19:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული