საბა კვირკველიას ჩემპიონობამდე 3 ქულა აშორებს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში "სპარტაკი" მოსკოვში მოულოდნელად დამარცხდა "ახმატთან" 1:3 და პირველ ადგილზე მყოფ საბა კვირკველიას "ლოკომოტივს" 7 ქულით ჩამორჩა.

ასე რომ, თუ 30 აპრილს, მომავალ ტურში რკინიგზულმა გუნდმა სტუმრად "კრასნოდარს" მოუგო, ვადამდე მოიპოვებს ოქროს მედლებს.

ამ ტურში ვერც "ლოკომ" ვერ ივარგა - საკუთარ მოედანზე "უფასთან" უგოლო ფრეს დასჯერდა. ამ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა კვირკველიამ.

საბამ ჩემპიონატის 26 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სპარტაკი 7 ქულით ჩამორჩება, CSKA ჩამორჩება 6-ით. ისე სტატიას რომ წერთ, ხომ შეიძლება პატივი სცეთ მკითხველს და გადამოწმებული ინფორმაცია მოგვაწოდოთ. პირველი შემთხვევა არაა ეს და იმედია რედაქტორი გაითვალისწინებს
Loco
11:01 24-04-2018
0
-ჩვენები ქართველები ძალიან მაგრები არიან 100 ჯერ მოიგეს აი ყველას უგებენ.) და თასებს იგებენ და ყველა ქართველებს უხარიათ.
dachi ozeki 7 wlis ozeki
09:09 28-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული