ჯაბა ჯიღაურის მაგივრად ევროპა ლიგაზე ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა იასპარეზებენ
AutoSharing Option
ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჯაბა ჯიღაურის შიმკენტის "ორდაბასის" ევროპა ლიგაზე მონაწილეობის ნება არ დართო.
საქმე იმაში გახლავთ, რომ კლუბს ფინანსური დარღვევები აქვს და სერტიფიკატი არ მისცეს.
გასულ სეზონში ამ გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და მის ნაცვლად ყაზახეთს ევროპა ლიგაზე ნიკა კვეკვესკირისა და ჯაბა კანკავას "ტობოლი" წარმოადგენს.