საბა კვირკველიას რუსეთის ჩემპიონობა გადაედო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" სტუმრად დამარცხდა "კრასნოდართან" 0:2 და ვადამდე ვერ გახდა ჩემპიონი.

ამ მატჩზე "ლოკო" მოსკოვიდან ისე გააცილეს, თითქოს ომში მიდიოდნენ, გუნდს თან 15 ათასი გულშემატკივარი გაჰყვა და 34 055-იანი სტადიონი პირთამდე გაივსო.

მასპინძლებმა ანგარიში 65-ე წუთზე პენალტით გახსნეს (სმოლოვმა), მორიგი შეტევისას კი ისევ სმოლოვმა დალაშქრა რკინიგზული გუნდის კარი.

კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე პირველობის 27 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

5 მაისს "ლოკო" "ზენიტს" მასპინძლობს, ხოლო 13 მაისს ტულაში "არსენალს" ხვდება და ოქროს მედლების მოსაგებად 2
ქულის მოპობება სჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული