საბა კვირკველია "კაიფშია" და ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "დინამოსთან" შეხვედრა სურს...

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივი" რუსეთის ჩემპიონი გახდა, მისმა ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ კი Russia Today-ს ჟურნალისტთან საუბარში სიხარული ვერ დამალა:

"ეს კაიფია! უბრალოდ კაიფი! ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ! ჩვენთან, "ლოკომოტივში" ნამდვილი კოლექტივია. ჩვენ ჩვენი საქმე კაცურად გავაკეთეთ! იური პავლოვიჩი უბრალოდ სუპერია! ის დიდებული მწვრთნელი და ჩინებული ადამიანია!

ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგება? როგორც იური პავლოვიჩი მეტყვის, ისე მოვიქცევი! ჩვენ ხომ წინ ჩემპიონთა ლიგა გველის! მოგება ძნელი იქნება, მაგრამ ნახევარფინალში გავალთ. ღმერთმა ქნას, თბილისის "დინამოს" შევხვდეთ".

თბილისის "დინამოსი" რა მოგახსენოთ, მაგრამ არაა გამორიცხული, "ლოკო"
ქუთაისის "ტორპედოს" შეხვდეს.

ცნობისათვის, რკინიგზული გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას პირდაპირ ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვება და კენჭისყრისას პირველ კალათაში იქნება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
არაა გამორიცზული? და ვინ არის ეხლა კაიფში?
Zorbegi
07:48 06-05-2018
1
იქნებ მოეწონოთ დინამოს თამაში და პირდაპირ ჩემპიონთა ლიგაზე დაუშვან არაა გამორიცხული ესეც
svan
11:01 06-05-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული