sport-express: საბა კვირკველია - ქართველი მეფე სოლომონი

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესში" იგორ რაბინერმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა მოსკოვის "ლოკომოტივის" ჩემპიონობაზე და საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია ერთობ დადებითად მოიხსენია. გთავაზობთ ამონარიდს:

"მწვრთნელის, იური სიომინის კიდევ ერთი ნიშანი - როგორც მინიმუმ, ერთი ქართველი საჩემპიონო შემადგენლობაში. ჯანაშია, ასათიანი, აშვეთია. ახლა - კვირკველია, რომელიც ჩემის აზრით, ფერნანდეშთან და ფარფანთან ერთად ლამის მთავარი საჩემპიონო ფიგურაა. მეფე სოლომონის მოედანზე ყოველ მოძრაობაზე, მის ყოველ ინტერვიუში ნათლად ჩანს, რომ მზადაა მწვრთნელისთვის თავი გაწიროს.

მწვრთნელისთვის, რომელმაც ყრუ სათადარიგოთა სკამიდან მისი კარიერა ააღორძინა.

მწვრთნელისთვის, რომელმაც როდესაც ყაზანურ კლუბთან მოლაპარაკება ჩიხში
შევიდა, ქართველის კონტრაქტის გამოსყიდვას ითხოვდა. ზოგიერთი ცნობით, მაშინ კლუბის ბიუჯეტში საამისო ფული არ იყო და დირექტორთა საბჭოს წევრმა, მსხვილმა ბიზნესმენმა, ანდრეი ბოკარევმა პირადად გამოყო საჭირო თანხა. ცნობისათვის, ბოკარევი სიომინისადმი დიდად სიმპათიებითაა განწყობილი. მერე კლუბმა ბოკარევს ეს ფული გაუსტუმრა...

საფინალო სასტვენის შემდეგ სოლომონი ბალახზე დაეცა და გაშმაგებული მოედანს ხელს ურტყამდა. ბედნიერების გამოხატვის ასეთი ფორმაც არსებობს.

ემოციური კვირკველიას სიომინისადმი დამოკიდებულება - სწორედ ესაა ადამიანურობა, რაზეც მართებულად ბრძანებს პოეტი ტანიჩი".
მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავ, საბა სულ გამარჯვებულს გევლოს
შაკო
16:14 08-05-2018
0
კიდევ ერთხელ გილოცავ საბა, შემდგომ ტოპჩეპიონატის ჩემპიონობაც მოგველოცოს გახარებულ ქართველ გუშემატკივრებს.
gizog
13:44 08-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული