"ლოკომოტივის" პრეზიდენტი: კვირკველიას სანაცვლოდ დიდ თანხას მოვითხოვთ

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" პრეზიდენტმა ილია გერკუსმა საბა კვირკველიას შესახებ ისაუბრა.

მას ჰკითხეს, დაუშვებდა თუ არა ქართველი მცველის ტრანსფერს რუსეთის პრემიერლიგის სხვა კლუბში.

"გააჩნია, თუ რამდენად ამბიციური კლუბი გაგვიკეთებს შემოთავაზებას. მზად იქნებიან ისინი, კვირკველიას გამო დიდი თანხა გადაიხადონ?

ჩვენ საბას გამო ძალიან დიდ თანხას მოვითხოვთ და რუსეთის პრემიერლიგის კლუბს სატრანსფერო ფასს კიდევ 15%-ით გავუზრდით.

კვირკველია ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო მცველია. მან რუსული ენა კარგად იცის და ადაპტაციაც გავლილი აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ მას არაფრის შიში არ აქვს", - აღნიშნა გერკუსმა.

▶ საბა კვირკველია:
რას ვიზამ, თუ სალაჰის წინააღმდეგ მომიწევს თამაში?

▶ საბა კვირკველია: ამ ადამიანმა ფეხბურთში მეორე სიცოცხლე მაჩუქა
მკითხველის კომენტარები / 10 /
საბას წარმატებები.

საწყენია, რომ ასე გლადიატორებივით უკვრ ღიად თითქოს მონებით ვაჭრობააა ასახელებენ ადამიანის გასაყიდ ფასებს.
დათო
15:08 17-05-2018
0
ბუნებაში არ არსებობს გვარი კვერკველია.არის მეგრული გვარი კვირკველია და შენ ეს კარგი გვარი ვიღაც უცოდინარმა დაგიმახინჯა.
status quo
11:55 10-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული