"ლოკომოტივის" პრეზიდენტი: კვირკველიას სანაცვლოდ დიდ თანხას მოვითხოვთ

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" პრეზიდენტმა ილია გერკუსმა საბა კვირკველიას შესახებ ისაუბრა.

მას ჰკითხეს, დაუშვებდა თუ არა ქართველი მცველის ტრანსფერს რუსეთის პრემიერლიგის სხვა კლუბში.

"გააჩნია, თუ რამდენად ამბიციური კლუბი გაგვიკეთებს შემოთავაზებას. მზად იქნებიან ისინი, კვირკველიას გამო დიდი თანხა გადაიხადონ?

ჩვენ საბას გამო ძალიან დიდ თანხას მოვითხოვთ და რუსეთის პრემიერლიგის კლუბს სატრანსფერო ფასს კიდევ 15%-ით გავუზრდით.

კვირკველია ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო მცველია. მან რუსული ენა კარგად იცის და ადაპტაციაც გავლილი აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ მას არაფრის შიში არ აქვს", - აღნიშნა გერკუსმა.

▶ საბა კვირკველია:
რას ვიზამ, თუ სალაჰის წინააღმდეგ მომიწევს თამაში?

▶ საბა კვირკველია: ამ ადამიანმა ფეხბურთში მეორე სიცოცხლე მაჩუქა
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა თქმა უნდა მისი ფასი აიწია და ბუნებრივია რომ დიდ ფასს დაადებენ. იმედია რომელიმე ევროპული ტოპ გუნდი დაინტერესდება, შიძენს და ძირითადშიც ითამაშებს. მოკლედ წრმატებებს ვუსურვებ კვირკველიას. დიდი ხანია არ გვყოლია ქართველი ფეხბურთლი ტოპ გუნდში, მჯერა ეს კვირკველია იქნება.
ლევანი
17:12 09-05-2018
1
ჩემი აზრით საბა ღირებულება 15-20 მილიონი ევროს ფარგლებშია.
Musenbezi
15:52 09-05-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული