რატომ წავიდა ვაკო აშშ-ში? - ქართველს "სან ხოსეში" ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს

AutoSharing Option
ამერიკულმა გამოცემა denverpost.com-მა 2018 წელს მლს-ის კლუბ "სან ხოსეს" ხელფასების რაოდენობა გამოაქვეყნა. რაც ამ სიაში ყველაზე ნიშანდობლივია, ვაკო ყაზაიშვილს კლუბში ყველაზე მეტი ხელფასი აქვს.

საიტის ინფორმაციით, ვაკოს წლიური ხელფასი 2018 წელს 1,325,004.00 დოლარია, თუმცა კომპენსაციებით ქართველი ფეხბურთელი 1,454,042.36 დოლარს გამოიმუშავებს. ანუ მისი თვიური ხელფასი 121 170 დოლარია, რაც დღეში 3983 დოლარს შეადგენს.

ამ ხელფასის გათვალისწინებით, ფაქტია, თუ რატომ წავიდა ქართველი ამერიკაში. ალბათ, მსგავსი ხელფასი მას არც "ლეგიაში" და არც "ვიტესში" არ ექნებოდა.

რაც შეეხება მეორე ადგილს, აქ გუნდის კაპიტანი კრის
ვონდოლოვსკია, რომლის ხელფასი 800,000.00 დოლარია. ხოლო მესამე ადგილზე ფლორიანია, რომლის ხელფასი 566,671.07 დოლარს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ყოველთვის გამეხარდება, როცა ადამიანი საკუთარი შრომით მიაღწევს მაღალ ანაზღაურებას. ნეტავ, ყველა ქართველს მისცა ასეთი და კიდევ უკეთესი ხელფასი!

ვაკოს კი სულ წინსვლა და წარმატებები!
0
ძალიან მომწონს ასეთი მიდგომა ცუდი გუნდა და დაბალი ხელფასი არ გამიგია, რასაც აპრავებენ ჩვენი "ჟურნალისტები"! დღეს ფეხბურთი ბიზნესია და ასე უნდა მიუდგე! შედეგიც ქვს მეტს თამაშობს და უკეთესად!
geno
13:08 11-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული