კაშიას "ვიტესმა" "დენ ჰააგს" ისევ სძლია და პლეი-ოფის ფინალში "უტრეხტს" შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჰოლანდიის ჩემპიონატის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში გურამ კაშიას "ვიტესმა" სახლში 2:1 სძლია "დენ ჰააგს" (პირველი შეხვედრა 5:2 ჰქონდა მოგებული) და ფინალში გავიდა.

შეხვედრას, რომელსაც 25 500-იან სტადიონზე 15 ათასი მაყურებელი დაესწრო, მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და 35-ე წუთზე ტიმ მატავზმა ანგარიში გახსნა, შესვენების შემდეგ მასონ მოუნტმა მეორედ დალაშქრა სტუმართა კარი, მერე კი "დენ ჰააგმა" ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. ცნობისათვის, მან ამ სეზონში ნიდერლანდების პირველობის 34 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

ფინალში "ვიტესი" "უტრეხტს" შეხვდება. პირველი მატჩი 15 მაისს არნემში, განმეორებითი
კი 19 მაისს უტრეხტში ჩატარდება. ფინალში მოგებული გუნდი ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული