გიორგი მჭედლიშვილი მომავალი სეზონიდან ხორვატიის HNL-ში იასპარეზებს

AutoSharing Option
მომავალ სეზონში ხორვატიის HNL-ში (უმაღლესი ლიგა) გიორგი მჭედლიშვილი ითამაშებს. ჩვენებურის გუნდმა 13 მაისს "სიბენიკთან" ფრე ითამაშა (1:1) და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე უახლოეს მდევარს 4 ქულით გაასწრო, რის შედეგადაც ავტომატურად უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდნენ.

მცირე ტრავმის გამო "სიბენიკთან" შეხვედრაში ქართველ ფეხბურთელს მონაწილეობა არ მიუღია. მოსალოდნელია, რომ ფინალურ მატჩში ის თამაშს შეძლებს.

გიორგი მჭედლიშვილი წელს ჩაირიცხა ხორვატიულ "გორიცაში" და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო.  26 წლის ფეხბურთელი 2017 წლის სეზონში "სამტრედიის" ღირსებას იცავდა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
au rato gadaxvedi mand ar ici ro sakartvelos chempionati jobia da samtredia?)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
!!!!!!!!!
16:05 14-05-2018
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული