22:55 16-05-2018
ზაქარია ბეგლარიშვილს ვერ აკავებენ [VIDEO]
AutoSharing Option
ბეგლარიშვილი კვლავ კარგად გაისარჯა, გოლი გაიტანა და 66-ე წუთზე შეცვალეს.
ზაქარიამ წინა ტურში "ვაპრუსთან" მოგებულ შეხვედრაში (8:1) 2 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
მან ესტონეთის პირველობის 13 შეხვედრაში 13-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
"ფლორა" 32 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და 22 მაისს, მომავალ ტურში "ლევადიას" მასპინძლობს, იქამდე კი, 19 მაისს ამავე გუნდს თასის ფინალში ხვდება.
მეტოქე გუნდის მწვრთნელმა იან ვაზინსკიმ ნამატჩევს განაცხადა, რომ ბეგლარიშვილი უდავოდ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, უნდოდათ შეეკავებინათ, მაგრამ ყოველთვის საჭირო სიტუაციაში საჭირო ადგილას იყო და ვერაფერი ვერ მოუხერხეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ვერ აკავებენ და რად გინდა კაცი არ არის ქვეყნის ერთგული, ესტონეთის ჩემპიონატიდან ნაკრებში რომ არ დაუძახებენ არ იცის? იქადნება ავიღებ ესტონეთის პასპორტს და ვითამაშებ იქო, მშვიდობაში მოახმაროს ესტონეთს ასეთი ხალხი ჩვენ არ გვჭირდება.
1
6
ამას რო მჭედლიძის გარეგნობა ქონდეს (სიმაღლე,ტატუები :D) კომენტარებში ხალხი აიკლებდა ყველაფერს, რატო არ იძახებენ ბეგოს ნაკრებშიოო ????:D:D:D /// წარმატებები ბეგოს!!!
6
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული