ზაქარია ბეგლარიშვილს ვერ აკავებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესტონეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ზაქარია ბეგლარიშვილი ტალინის "ფლორამ" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "კურუსაარე". მატჩს 490 მაყურებელი დაესწრო.

ბეგლარიშვილი კვლავ კარგად გაისარჯა, გოლი გაიტანა და 66-ე წუთზე შეცვალეს.

ზაქარიამ წინა ტურში "ვაპრუსთან" მოგებულ შეხვედრაში (8:1) 2 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

მან ესტონეთის პირველობის 13 შეხვედრაში 13-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"ფლორა" 32 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და 22 მაისს, მომავალ ტურში "ლევადიას" მასპინძლობს, იქამდე კი, 19 მაისს ამავე გუნდს თასის ფინალში ხვდება.

მეტოქე გუნდის
მწვრთნელმა იან ვაზინსკიმ ნამატჩევს განაცხადა, რომ ბეგლარიშვილი უდავოდ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, უნდოდათ შეეკავებინათ, მაგრამ ყოველთვის საჭირო სიტუაციაში საჭირო ადგილას იყო და ვერაფერი ვერ მოუხერხეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვერ აკავებენ და რად გინდა კაცი არ არის ქვეყნის ერთგული, ესტონეთის ჩემპიონატიდან ნაკრებში რომ არ დაუძახებენ არ იცის? იქადნება ავიღებ ესტონეთის პასპორტს და ვითამაშებ იქო, მშვიდობაში მოახმაროს ესტონეთს ასეთი ხალხი ჩვენ არ გვჭირდება.
roma
12:58 17-05-2018
6
ამას რო მჭედლიძის გარეგნობა ქონდეს (სიმაღლე,ტატუები :D) კომენტარებში ხალხი აიკლებდა ყველაფერს, რატო არ იძახებენ ბეგოს ნაკრებშიოო ????:D:D:D /// წარმატებები ბეგოს!!!
Vasili
10:12 17-05-2018
1

სიახლეები პოპულარული