პაპუ, მკვლელი ხარ! - გიორგი პაპუნაშვილს "კადისის" ფანები შეურაცხყოფას აყენებდნენ

AutoSharing Option
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 39-ე ტურში "კადისის" ფანები გიორგი პაპუნაშვილს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრები ქართველის მიმართ აგრესიას ღიად გამოხატავდნენ.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ გუნდების დაპირისპირებისას პირველ წრეში, პაპუნაშვილმა "კადისის" ფეხბურთელ ხოსე მარის მძიმე ტრავმა მიაყენა, რის გამოც იგი დღემდე ვერ თამაშობს.

"პაპუ, მკვლელი ხარ", - სკანდირებდნენ "კადისის" ქომაგები.

საქმე იმ ვითარებამდეც კი მივიდა, რომ ბოლოს სტადიონის დიქტორმა ფანებს მოუწოდა, შეურაცხმყოფელი სიმღერებისგან თავი შეეკავებინათ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთმორწმუნე ფაშისტებმა ტატუნაშვილი მოგვიკლეს, ოთხოზორია მოგვიკლეს, 2008 წელს ჩაგვიხოცეს ჯარისკაცები, გაგვიუპატიურეს ქალები, 90-იან წლებში მოახდინეს სამაჩაბლოს და აფხაზეთის ოკუპაცია, ჭაში ჩაგვიგდეს ცოცხლად ჩვილი და ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ, 1989 წელს მოგვიწყეს 9 აპრილი, 1937 წელი, 1921 წლებიც გაიხსენე. ეს ყველაფერი მოგვიწყეს ერთმორწმუნე ფაშისტებმა და არა ევროპამ და ამერიკამ.
სოსოს
13:47 17-05-2018
20
პაპუნაშვილის შეურაცხყოფა კულტურული ევროპელების მიერ, შეიძლება და ამას ნაცების ასოები მშვიდად იღებენ,ზაზას რა ამბავს უტეხავენ ამერიკაში,ეგეც შეიძლება,ნიგერიელი სტუდენტების,ან ლგპტების თავხედობაზე პასუხის გაცემა კი რასიზმი და ქსენოფობია ყოფილა
სოსო
12:33 17-05-2018
56

სიახლეები პოპულარული