პაპუ, მკვლელი ხარ! - გიორგი პაპუნაშვილს "კადისის" ფანები შეურაცხყოფას აყენებდნენ

AutoSharing Option
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 39-ე ტურში "კადისის" ფანები გიორგი პაპუნაშვილს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრები ქართველის მიმართ აგრესიას ღიად გამოხატავდნენ.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ გუნდების დაპირისპირებისას პირველ წრეში, პაპუნაშვილმა "კადისის" ფეხბურთელ ხოსე მარის მძიმე ტრავმა მიაყენა, რის გამოც იგი დღემდე ვერ თამაშობს.

"პაპუ, მკვლელი ხარ", - სკანდირებდნენ "კადისის" ქომაგები.

საქმე იმ ვითარებამდეც კი მივიდა, რომ ბოლოს სტადიონის დიქტორმა ფანებს მოუწოდა, შეურაცხმყოფელი სიმღერებისგან თავი შეეკავებინათ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
და რამდენი ერთმორწმუნე და მეზობელი რუსეთიდან წამოსული ქართველების შეურაცყოფა და ზიზღი გაგახსენო???????
სოსოს
11:59 18-05-2018
4
შე მართლა უტვინო ასო ესპანეთში და ამერიკაშიც ნაცები გელანდება.
პ.ს.პასუხი ადეკვატურია,უნდა დაბეჭდოთ
სოსოს
13:48 17-05-2018
19

სიახლეები პოპულარული