წიტაიშვილი გააძევეს, არაბიძემ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და "შახტარი" ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის ახალგაზრდული ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "შახტარმა"  კიევში  ფრე, 2:2 გაუგორა "დინამოს" და ოქროს მედლებს დაეუფლა.

კიეველები მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ხდებოდნენ ჩემპიონები და ამასთან ახლოსაც იყვნენ, თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით:

დედაქალაქელები 31-ე წუთზე 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მე-40 წუთზე მათმა თავდამსხმელმა გიორგი წიტაიშვილმა, რომლის დებიუტი პირველ გუნდში შედგა, მოახერხა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

სწორედ ეს მომენტი აღმოჩნდა მატჩში გადამწყვეტი. აი, ამის შემდეგ გამოავლინა დონბასური გუნდის ლიდერმა გიორგი არაბიძემ თავისი ოსტატობა. მან თამაში საკუთარ თავზე აიღო, შეტევებში გაუძღვა პარტნიორებს და 45+1-ე წუთზე პენალტით
ანგარიში 1:2 გახადა.

შესვენების შემდეგ ჩებოტენკომ გიორგის ჩინებული გადაცემა ვერ გამოიყენა, 65-ე წუთზე კი მის ნაკუთხურალ ბურთს საგუტკინმა "დინამოს" კარის ბადეში მიუჩინა ადგილი - 2:2 და "მეშახტეები" ჩემპიონები გახდნენ.

თამაშის დასრულების მერე "მეშახტეებს" ოქროს მედლები და თასი გადასცეს და დიდი ზეიმი ჰქონდათ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მეგონა არაბიძეს უფრო მეტი შეეძლო და ძირითად გუნდში დაიმკვიდრებდა თავს, მაგრამ ესე არ აღმოჩნდა, იმედია მომავალ სეზონში დააწინაურებენ მთავარ გუნდში
baca
20:30 18-05-2018
1
ვულოცავ არაბას
kika
22:20 18-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული