19:41 18-05-2018
წიტაიშვილი გააძევეს, არაბიძემ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და "შახტარი" ჩემპიონი გახდა [VIDEO]
AutoSharing Option
კიეველები მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ხდებოდნენ ჩემპიონები და ამასთან ახლოსაც იყვნენ, თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით:
დედაქალაქელები 31-ე წუთზე 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მე-40 წუთზე მათმა თავდამსხმელმა გიორგი წიტაიშვილმა, რომლის დებიუტი პირველ გუნდში შედგა, მოახერხა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
სწორედ ეს მომენტი აღმოჩნდა მატჩში გადამწყვეტი. აი, ამის შემდეგ გამოავლინა დონბასური გუნდის ლიდერმა გიორგი არაბიძემ თავისი ოსტატობა. მან თამაში საკუთარ თავზე აიღო, შეტევებში გაუძღვა პარტნიორებს და 45+1-ე წუთზე პენალტით ანგარიში 1:2 გახადა.
შესვენების შემდეგ ჩებოტენკომ გიორგის ჩინებული გადაცემა ვერ გამოიყენა, 65-ე წუთზე კი მის ნაკუთხურალ ბურთს საგუტკინმა "დინამოს" კარის ბადეში მიუჩინა ადგილი - 2:2 და "მეშახტეები" ჩემპიონები გახდნენ.
თამაშის დასრულების მერე "მეშახტეებს" ოქროს მედლები და თასი გადასცეს და დიდი ზეიმი ჰქონდათ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ზედმეტად ინდივიდუალურია. კიდევ კარგი სტანდარტულებს ნორმალურად ასრულებს. ისე შახტარში ამისი ადგილი არ არი.
4
3
ძალიან მოუკლო მომატების მაგივრად სადაა გარღვევები, საჯარიმოები რა კარგად დაიწყო და როგორ აგრძელებს ცუდია თუ თავში ავარდნის გამოა ასე ჩაგვიფლავდა კიდე ერთი იმედი რომ მაღალი დონის ფეხბურთელი გვეყოლებოდა.
5
4
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული