ვატო არველაძე "კორონაში" გადავიდა

AutoSharing Option
კელცეს "კორონას" საიტი იტყობინება, რომ თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის შემტევი ვატო არველაძე შეიძინა.

არველაძეს პოლონურმა კლუბმა 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვატო ბომბარდირია, პერსპექტიული ფეხბურთელია და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია.

მან ამ სეზონში საქართველოს ეროვნული ლიგის 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, "კორონაში" აგრეთვე ქართველი ფორვარდი ნიკა კაჭარავა თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები!გესახელებინოს სამშობლო და შენი დიდი საფეხბურთო გვარი!
Alex.F.
02:19 21-05-2018
0
ეს ბიჭი არც ჩემი ნათესავია და არც მეგობარი ასე რომ ობიექტურად ვიტყვი ყველაფერს. მისი ბევრი თამაში ვნახე და შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ტექნიკურია და მართლა ერთერთი გამორჩეული ეროვნულ ლიგაში, კიტეიშვილის შემდეგ.ჯანი აკლია ,ეს შესამჩნევია.იმედია მოუმატებს . წარმატებები !
საბა
02:29 21-05-2018
1

სიახლეები პოპულარული