გურამ კაშია: "ბარსელონადან" და "რეალიდან" არ დამკავშირებიან, მაგრამ...

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიურ პრესასთან თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა.

"ახლა იტალიაში გავფრინდები, სადაც სანაკრებო პაუზისას ნაკრებს შევუერთდები, შემდეგ კი ჩემი ნამდვილი საზაფხულო არდადეგები დაიწყება.

მხოლოდ ამის შემდეგ ვნახავთ, რა მოხდება... ჯერ "ბარსელონა" და "რეალი" არ დამკავშირებიან, მაგრამ "ატლეტიკო ბანანასი" ბრაზილიიდან და "კივი" ახალი ზელანდიიდან შემეხმიანნენ (ხუმრობს კაშია).

ძალიან მაგარია, როდესაც ახალ ხალხსა და კულტურას ეცნობი. სიმართლე გითხრათ, ახალი კლუბის ამორჩევისას, ჩემთვის ფულს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ მიენიჭება.

აშშ-ში წასვლა, სადაც ჩემი მეგობარი ვაკო ყაზაიშვილია? მე აშშ-ის ნამდვილი ფანი
ვარ. ჰიპ-ჰოპი, NBA, სპორტი, კულტურა და მენატალიტეტი მათ დიდებული აქვთ.

ვინ იცის, შესაძლოა, ჰოლივუდის ბულვარში ვარსკვლავიც გამიხსნან (იცინის)", - ამბობს კაშია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რას ერჩით? კაცმა გუნდი ევროთასზე გაიყვანა, ოფიციალურად გახდა გუნდის ლეგენდა, როგორც ჩანს მშვენიერი შეავაზება აქვს საყვარელი ქვეყნიდან, მანამდე შვებულებაში მიდის, ნაკრებიც კი აღარ აგებს და ამ ყველაფრის გამო შესანიშნავ განწყობაზეა. ღმერთმაც გაუმარჯოს! დაიმსახურა კაცმა...
რატი
21:50 21-05-2018
2
აშშ ფულის საკეთებლად და საცხოვრებლად მშვენიერია.
kika
16:25 21-05-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული