"ლალო არანტეგუიმ გიორგი პაპუნაშვილის შეძენა გარისკა მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ უცნობი იყო. ეს იყო რისკი, რომელმაც გაამართლა!
"ალბასეტესთან" ჰეთ-თრიქმა ქართველი გუნდში მე-2 ბომბარდირი გახადა, რაც ნამდვილი სენსაცია იყო.
ქართველმა მეორე წრეში საოცრად მოუმატა, არადა, თითქოს ისე ჩანდა, რომ სეზონში ის შეუმჩნეველი დარჩებოდა, თუმცა მას ადაპტაციამ თამაში გაუიოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ენა ბოლომდე კარგად არ იცის, უპრობლემოდ იგებს, რას ითხოვს ნახტო გონსალესი მისგან მოედანზე.
პოზიციის შეცლამაც დადებითად იმოქმედა
გუნდისთვის მისი მნიშვნელობა თადათან იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მას "კადისის" წინააღმდეგ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, მეტოქე გუნდის ფანები მთელი თამაშის განმავლობაში აყენებდნენ შეურაცხყოფას.
მაგრამ მიუხედავად უთამაშებლობისა, "ალბასეტესთან" პაპუ კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამან ისიც და მისი თანაგუნდელებიც ძალიან გაახარა.
პაპუნაშვილმა ჰეთ-თრიქის აღსანიშნავად გასახდელში ყველა თანაგუნდელს ბურთზე ხელი მოაწერინა და სუვენირად შეინახა", - წერს "მარკა".
▶ გიორგი პაპუნაშვილის საუკეთესო მომენტები "ალბასეტეს" წინააღმდეგ [VIDEO]