პოპულარული უკრაინული საიტის ua-football.com-ის ჟურნალისტი იგორ სემიონი ზაურ მახარაძის საქართველოს მოქალაქეობის მიღებას გამოეხმაურა და საკმაოდ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა.
მთავარია "შახტარი" და "დინამო"
ესპანეთის ნაკრებმა სამუნდიალო განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც მხოლოდ "ბარსელონას" და "რეალის" ფეხბურთელები და აგრეთვე ლეგიონერები როდი არიან. მწვრთნელმა განაცხადში ლა ლიგას სატურნირო ცხრილის ქვემო ნაწილში მყოფი გუნდების მოთამაშეებიც შეიყვანა: კეპა (ბილბაო, მე-16 ადგილი), ალვარო ოდრიოსოლა (სოსიედადი, 12), იაგო ასპასი (სელტა, 13). ამისათვის ხულენ ლოპეტეგი კი არ გააკრიტიკეს, არამედ ვაშათი მხარი დაუჭირეს. მსოფლიოს ერთ-ერთ
ოდესღაც უკრაინის ნაკრებისთვის საბაზო გუნდები "დნიპრო" და "ზორიაც" კი იყვნენ. ერთხელ მეორე ლიგის ფეხბურთელიც კი გამოიძახეს. თუმცა, ეს ყოველივე არ ხდება ეროვნული გუნდის ამჟამინდელი თავკაცის ანდრეი შევჩენკოს ერაში. მან მკვეთრი ზღვარი გაავლო "შახტარსა" და "დინამოს" და ყველა დანარჩენებს შორის.
სამაისო ამხანაგურ მატჩებზე მან 26 ფეხბურთელს უხმო, რომელთა შორის 7 ლეგიონერი და "შახტარისა" და "დინამოს" 17 წარმომადგენელია. ამ კრებულში სხვა გუნდების მხოლოდ 2 მოთამაშეა.
მართებულია დაისვას კითხვა: ნუთუ, არ შეიძლება ამხანაგურ შეხვედრებში სხვა გუნდების ფეხბურთელებს შანსი მიეცეთ?
მახარაძემ ამ სეზონში თავისი კარიერის საუკეთესო ნაწილი არ ჩაატარა, თუმცა ლუნინზე ნაკლები გოლი გაუშვა როგორც რეგულარულ ჩემპიონატზე, ასევე გუნდების ექვსეულებად გაყოფის შემდეგ და დენის ბოიკოზე ნაკლები იაღლიშები მოუვიდა. ექსპერტების და ჟურნალისტების შეფასებით, გასულ სეზონში ის უკრაინის 3 საუკეთესო გოლკიპერს შორის იყო, შევჩენკოსგან გამოძახებას კი ვერ ეღირსა.
გასაკვირი არაა, რომ მას ყურადღება მიაქცია მისი მამის სამშობლომ - საქართველომ. ზაური ჯერ მხოლოდ 25 წლისაა, რაც მეკარისთვის ჭაბუკური ასაკია. მიუხედავად "ოლიმპიკში" მძიმე სეზონისა, მომავლის აქცენტით ის უყურადღებოდ არ უნდა დაეტოვებინათ. მითუმეტეს, ასეთი "მაქინაციის" გამოცდილება ნაკრებში არსებობს, როდესაც "ხელოვნურად ათამაშეს" ალექსანდრე ზინჩენკო. თუმცა, მაშინ ნიჭიერ ფეხბურთელს სიტყვა გავლენიანმა ხალხმა შეაწია. მახარაძე კი, როგორც სჩანს, საკმარისად რეკლამირებული არაა.
ასე რომ, ნაკრებისკენ გზა მხოლოდ "შახტარის" და "დინამოს" ფეხბურთელებისთვისაა გახსნილი? ანდრეი შევჩენკოსადმი, როგორც ნაკრების მწვრთნელისადმი, ყოველთვის იყო პრეტენზიები. მათგან ერთ-ერთი გუნდის დაკომპლექტებისადმი მიდგომაა.