გურამ კაშია: შესაძლოა მოვიდა დრო, ახალი გამოწვევების წინაშე დავდგე

AutoSharing Option
Vitesse.org გურამ კაშიას შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც არნემის "ვიტესის" ქართველი კაპიტნის გუნდიდან წასვლაზეა საუბარი. საქართველოს ნაკრების მცველი ამბობს:

"უკვე 31 წლის ვარ და შესაძლოა, მოვიდა დრო, რომ ახალი გამოწვევების წინაშე დავდგე. ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ. "ვიტესთან" შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს და ჩვენ წარმატებისკენ დიდი გზა განვვლეთ.

ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება, რა თქმა უნდა, ჰოლანდიის თასის მოგებაა. ფეხბურთელის კარიერა ხანგრძლივი არ არის. ამ გუნდში უკვე 8 წელია ვირიცხები და შესაძლოა, ჩემი ოჯახისთვის ახლა უკეთესი წასვლა იყოს.

საინტერესო იქნება ახალი გამოცდილების მიღება და ეს
შესაძლოა, ერთ-ერთი ბოლო შანსი იყოს კლუბიდან წასასვლელად.

ჩემთვის ფულს მნიშვნელობა არ მიენიჭება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ახალი კულტურისა და ხალხის გაცნობა, ასევე, გამოცდილების მიღება იქნება.

ვაპირებ, რომ ჩემი მომავლის შესახებ კლუბსა და ჩემს ოჯახს ვესაუბრო და შემდეგ გადაწყვეტილება მივიღო.

მიუხედავად იმისა, დავტოვებ თუ არა "ვიტესს", ეს გუნდი მაინც ჩემს გულში დარჩება. ჩემი კარიერის დიდი ნაწილი ამ კლუბს შემოვწირე და მანაც ყველაფერი მომცა", - აღნიშნა კაშიამ.

▶ გურამ კაშია: "ბარსელონადან" და "რეალიდან" არ დამკავშირებიან, მაგრამ...
მკითხველის კომენტარები / 3 /
გურო გელოდები
კახა ქირია
13:31 23-05-2018
0
გურო გელოდები
კახა ქირია
13:29 23-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული