სხირტლაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, 21-ე წუთზე პენალტი გააცუდა და 51-ე წუთზე შეცვალეს. არადა, ის გუნდის შტატიანი პენალტისტია.
მისმა გუნდმა გოლი 72-ე წუთზე გაიტანა და განმეორებით შეხვედრას სტუმრად 27 მაისს გამართავს.
აღსანიშნავია, რომ "ესბერგში" შეუცვლელად ითამაშა 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა, რომელიც ამ გუნდში შარშან თბილისის "დინამოდან" გადავიდა. მან ამ სეზონში პირველ ლიგაზე 22 მატჩში 2 გოლი გაიტანა.