Sportall.ge ფეხბურთელის მამასა და "დინამო თბილისის" მწვრთნელ კახა კაჭარავას დაუკავშირდა და აღნიშნული საკითხის შესახებ დაეკითხა.
"ჯერჯერობით არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ნიკას 30 ივნისამდე "კორონასთან" კონტრაქტი აკავშირებს.
ის დაფიქრდება და ამის შემდეგ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. არის რამდენიმე ვარიანტი. მათ შორის "ანორთოსისიცაა".
მისი შენარჩუნება "კორონასაც" სურს. ასევე არის ავსტრიული ვარიანტიც. ვნახოთ, ოფიციალურად ჯერ არაფერია გადაწყვეტილი", - აღნიშნა კაჭარავამ.
პოლონური გამოცემა: ჯერ კიდევ უცნობია დარჩება თუ არა კაჭარავა "კორონაში"