თემურ ქეცბაიამ "ნეფტჩის" უარი უთხრა, ახლა აზერბაიჯანელები "ინტერის" ყოფილ მწვრთნელს იწვევენ

AutoSharing Option
ერთდროულად რამდენიმე კვიპროსული საიტი იტყობინება, რომ თემურ ქეცბაიამ "ნეფტჩის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქართველ სპეციალისტს უკეთესი გუნდის ჩაბარება სურს. მის სახელს ვარშავის "ლეგიას", თელ-ავივის "მაკაბის" და "ანორთოსისს" უკავშირებენ.

კვიპროსული წყარო ასევე იტყობინება, რომ "ნეფტჩის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი ახლა "ინტერის" ყოფილი დამრიგებელი ანდრეა სტრამაჩონია, რომელმაც მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

ის ასევე "უდინეზეს", პრაღის "სპარტასა" და "პანათინაიკოსსაც" ავარჯიშებდა.

altბაქოს "ნეფტჩიმ" თემურ ქეცბაიას გუნდის გაწვრთნა შესთავაზა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული