პაპუნაშვილის "სარაგოსა" "ნუმანსიასთან" დამარცხდა და სეგუნდადივიზიონში დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა" ლა ლიგაში გადასვლელი პლეი-ოფის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე "ნუმანსიასთან" 1:2 დამარცხდა და სეგუნდადივიზიონში დარჩა.

პირველი შეხვედრა "სარაგოსამ" სტუმრად 1:1 დაასრულა, შეეძლო მოეგო, მაგრამ მსაჯმა გიორგის ნაღდი პენალტი არ დაუდო.

დღევანდელი მატჩი მან შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარის დალაშქვრის ორი ჩინებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

ანგარიში 64-ე წუთზე "ნუმანსიამ" გახსნა, 79-ე წუთზე მასპინძლებმა საპასუხო გოლი გაიტანეს და როდესაც ყველას ეგონა, დამატებითი დრო დაინიშნებოდა, კომპენსირებულ დროში სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

არადა, მთელი ქალაქი გამარჯვებისთვის ემზადებოდა, საზეიმო განწყობა იყო, "ლა
რომარედა" პირთამდე გაივსო და ...
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჯობდა არ ეთამაშა! ქართული ფეხბურთის (თუ ასეთი რამ კიდე არსებობს) საშველი არ არიიიი! გაიგეთ, შეეგუეთ და დაივიწყეთ! ფუუ რაა!
bs
10 ივნისი 2018 11:06
18
სტადიონზე დავესცარი 3 ქარტველტან ერტად..7 მეტრიან კარებს მეკარეს რო დაუმიზნებ გამოუცდელობის ბრალია და კიდევ კლასის..ეხ სად არ არის მილიტო..
qartveli zaragozidan
10 ივნისი 2018 14:28
2
ჰა ვიჭიდაოთ ბარსელონა?
ddgfdf
18 ოქტომბერი 2019 13:03
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული