17 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 წლის ქართველი ფეხბურთელი დავით ლორთქიფანიძე იტალიის სერია B-ს ბინადარ "პადოვაში" გადავიდა.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ფეხბურთელს დაუკავშირდა, რომელმაც შემდეგი განგვიცხადა:

"დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეა. პირველ გუნდთან ერთად მივდივარ შეკრებაზე. მათთან ერთად ვივარჯიშებ, ხოლო 19-წლამდელთა გუნდში ვითამაშებ.

იმედი მაქვს და ასეც მგონია, რომ რამდენიმე თამაშის ჩატარება პირველ გუნდშიც მომიწევს. კონტრაქტის დეტალები კი არ მინდა გავასაჯაროვო", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

"პადოვა" გასულ სეზონში იტალიის სერია C-ში ასპარეზობდა, თუმცა პირველ ადგილზე გავიდა და შესაბამ
ისად სერია B-ში აღზევდა.

რაც შეეხება ლორთქიფანიძეს, ის თამაშებოდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში, ასევე ირიცხებოდა "დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემიასა და "საბურთალოში".

ქართველი ნახევარმცველი იტალიაში 2015 წლიდან იმყოფება და ის ბერგამოს "ატალანტას" აკადემიაში ვარჯიშობდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
Magaria, warmatebebi da bevri varjishi
შაკო
12:15 10-06-2018
1
პადოვა დელ პიეროს გამზრდელი გუნდია და წარმატებას ვუსურვებ დათოს,მთავარია ამაზე არ გაჩერდე შვილო და უფრო მაგარ გუნდში გისურვებ 2-3 წელიწადში თამაშს. შეგიძლია ეგ შენ.
Nugzari
18:05 10-06-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული