"პორტსმუთის" ყოფილი თანამფლობელი: "ლესტერის" მიერ კვირკველიას შეძენის ალბათობა 10%-ია

AutoSharing Option
"პორტსმუთის" ყოფილმა თანამფლობელმა, რომან დუბოვმა მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის, საბა კვირკველიას "ლესტერში" შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"რამდენადაც ვიცი, ზამთარში "ლესტერი" სერიოზულად იყო კვირკველიათი დაინტერესებული. ამ საკითხზე "ლესტერის" მწვრთნელს ეპლტონსაც ვესაუბრე. ამ გუნდის 4 ცენტრალური მცველიდან 3 კარგა ხანია 30 წელიწადს გადაცილებულია და მათი საუკეთესო პერიოდი ალბათ, უკანაა მოტოვებული. სავსებით შესაძლებელია, მათ სოლომონისადმი ინტერესი ისევ აქვთ.

ფული "ლესტერს" აქვს, მწვრთნელს ტრანსფერებისთვის სერიოზულ თანხებს დაპირდნენ. ამიტომ ჩემის აზით, ფინანსური საკითხი არ იქნება მთავარი. იმის გათვალისწინებით, რომ "ლესტერი" ფასი-ხარისხის შეფარდებით ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია,
ტოპ-კლასის ევროპულ ფეხბურთელში დიდ ფულს არ გადაიხდის.

მუსას შეძენის წარუმატებელი გამოცდილების შემდეგ, რუსეთის ჩემპიონატის ფეხბურთელთა მიმართ გარკვეული ჩამოუყალიბებლობა წარმოიშვა. ამიტომ, ამ მომენტში კვირკველიას ტრანსფერის ალბათობა 10%-ზე მეტი არაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული