საბა კვირკველია: კონკრეტულად "ლესტერზეა" საუბარი, ყველაფერს მალე გაიგებთ!

AutoSharing Option
რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბა კვირკველიას ტრანსფერით ინგლისური "ლესტერია" დაინტერესებული.

ზოგიერთი გამოცემა კი წერს, რომ "მელიებმა" მოსკოველებს ოფიციალური წინადადებითაც მიმართეს.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად საბა კვირკველიას დაუკავშირდა.

"რუსულ პრესაში ასე ჰაერზე არაფერი იწერება და რა თქმა უნდა, ამ დაინტერესებას არ უარვყოფ. რაღაც საუბრები იყო, მაგრამ დაზუსტებით ჯერჯერობით არაფერია ცნობილი და ჯერ კიდევ "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ვარ.

ყველაფერს სულ მალე გაიგებთ. კონკრეტულად რა და როგორ იქნება, უახლოეს მომავალში შეიტყობთ. ვიტყვი, რომ საუბრები მიდის კონკრეტულად "ლესტერში" ტრანსფერზე", - აღნიშნა კვირკველიამ.

alt"პორტსმუთის" ყოფილი

თანამფლობელი: "ლესტერის" მიერ კვირკველიას შეძენის ალბათობა 10%-ია

altИзвестия: საბა კვირკველიას 17 მილიონად შეძენას "ლესტერი" ცდილობს

მკითხველის კომენტარები / 4 /
უნდა წავიდეს. უმაღლესი დონის ჩემპიონატში კლასს ბევრად აიმაღლებს და სულ სხვა გარემოში მოხვდება - ათასჯერ უკეთესში. "ატლეტიკომ" დაანახა ყველას რასაც წარმოადგენს რუსეთის ჩემპიონი.
ასეა ეს
00:33 12-06-2018
0
წადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
roma
17:24 11-06-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული