მას დიდი მომავალი აქვს! - გიორგი პაპუნაშვილმა "სარაგოსასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "სარაგოსას" ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

საიტი Eldesmarque.com-ი მის შესახებ წერს:  

"შესაძლებელია ითქვას, რომ გასულ სეზონში ერთ-ერთი აღმოჩენა და "სარაგოსაში" ერთ-ერთი საუკეთესო გიორგი პაპუნაშვილი იყო.

მან არაერთი კარგი შეხვედრა ჩაატარა და ლამაზი გოლები გაიტანა.

რთული ადაპტაციის პერიოდის მიუხედავად, მან ესპანეთის მეორე ლიგაში თავისი თავი იპოვა. პაპუ მხოლოდ 22 წლისაა და მას დიდი მომავალი აქვს.

ახალი კონტრაქტით, რომელიც პაპუსა და "სარაგოსას" შორის 2022 წლამდე გაფორმდა, ფეხბურთელის ხელფასი გაიზრდება, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევრო
იქნება, რითაც "სარაგოსა" მის მსურველ კლუბებს შეაკავებს", - ნათქვამია სტატიაში.

altსარაგოსა დამწუხრებულია, პაპუნაშვილი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის

altპაპუნაშვილის "სარაგოსა" "ნუმანსიასთან" დამარცხდა და სეგუნდადივიზიონში დარჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
PAPU წარმატებები. MIN 15 გოლი მომავალ სეზონში
toka
12:52 13-06-2018
0
ჯერ ადრეა ლა ლიგა მისთვის გაისად უჭველი გადავლენ
doki
16:38 12-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული