მას დიდი მომავალი აქვს! - გიორგი პაპუნაშვილმა "სარაგოსასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "სარაგოსას" ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

საიტი Eldesmarque.com-ი მის შესახებ წერს:  

"შესაძლებელია ითქვას, რომ გასულ სეზონში ერთ-ერთი აღმოჩენა და "სარაგოსაში" ერთ-ერთი საუკეთესო გიორგი პაპუნაშვილი იყო.

მან არაერთი კარგი შეხვედრა ჩაატარა და ლამაზი გოლები გაიტანა.

რთული ადაპტაციის პერიოდის მიუხედავად, მან ესპანეთის მეორე ლიგაში თავისი თავი იპოვა. პაპუ მხოლოდ 22 წლისაა და მას დიდი მომავალი აქვს.

ახალი კონტრაქტით, რომელიც პაპუსა და "სარაგოსას" შორის 2022 წლამდე გაფორმდა, ფეხბურთელის ხელფასი გაიზრდება, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევრო
იქნება, რითაც "სარაგოსა" მის მსურველ კლუბებს შეაკავებს", - ნათქვამია სტატიაში.

altსარაგოსა დამწუხრებულია, პაპუნაშვილი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის

altპაპუნაშვილის "სარაგოსა" "ნუმანსიასთან" დამარცხდა და სეგუნდადივიზიონში დარჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან კარგი არჩევანია პაპუ, ყოჩაღ! სარაგოსა დიდი ტრადიციების გუნდია, ერთად ამოხვალთ ლა ლიგაში და ერთად იზეიმებთ გამარჯვებებს, გუნდი, ქალაქიც შეგიყვარებს და დაგიფასებს ერთგულებას. წარმატებები და გამარჯვებები შენ და ჩვენს ნაკრებს!
0
გული დამწყდა, ლა ლიგაში ვერგადასვლის გამო. მაგრამ, არჩევანი მოფიქრებულად არის გაკეთებული. უკვე გუნდის სახეა, იმედია, კიდევ მოუმატებს და 10 მილიონი ის თანხა არ არის, ლა ლიგის გუნდმა რომ არ წაიყვანოს. მთავარია სპორტული იღბალი და მონდომება.
მერაბი
11:39 12-06-2018
1

სიახლეები პოპულარული