ჯანაშიას ჰკითხეს, თუ რას იტყოდა ერთ-ერთი გარდაცვლილი ქართველის შესახებ, რომელიც საბა კვირკველიას სახლში აღმოაჩინეს.
"დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი საბა კვირკველიას მცირედითაც კი არ უკავშირდება. ის კეთილგონიერი ადამიანია და ის ამაში გარეული არაა და არც კი იცის, რა ხდება.
სოლომონს ბავშვობიდან ვიცნობ. კვირკველია მხოლოდ დარბოდა და ვარჯიშობდა. შეუძლებელია, მას ამ საქმესთან რაიმე საერთო ჰქონდეს", - აღნიშნა ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში, კუტუზოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში გუშინ გარდაცვლილი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე იპოვეს.
საბა კვირკველია: იმ სახლში, სადაც გარდაცვლილი იპოვეს, ნახევარ წელზე მეტია აღარ ვცხოვრობ