ვის შეარჩევს "ლესტერი"? "მელიები" არჩევანს საბა კვირკველიასა და ალექსანდრ დრაგოვიჩს შორის გააკეთებენ

AutoSharing Option
საიტი Foxesofleicester.com "ლესტერის" სატრანსფერო გეგმებზე წერს. წყაროს ინფორმაციით, გუნდის მიზანი დაცვის გაძლიერებაა.

"ლესტერმა "მონპელიეს" მცველ ჟერომ რუსილონის ტრანსფერზე დაიწყო მუშაობა. მისი გადაბირება ასევე "მონაკოს", "სევილიასა" და "ფენერბახჩესაც" სურთ.

ფეხბურთელს თავად ევროპულ საკლუბო ტურნირებზე სურს თამაში და ნაკლებად სავარაუდოა, "ლესტერში" გადავიდეს.

"მელიებს" ამჟამად მარცხენა მცველის პოზიციაზე ბენ ჩიველი და კრისტიან ფუხსი ჰყავთ.

პირველი მათგანს მწვრთნელების დიდი ნდობა აქვს და ძირითადი შემადგენლობის წევრია, მეორე კი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

"ლესტერს" ასევე ქართველი მცველის, საბა კვირკველიას გადაბირებაც სურს. თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ ტრანსფერზე
მუშაობა მიდის.

თუ ეს გარიგება შედგა, კლუბი ალექსანდრ დრაგოვიჩის გადმობირებაზე შეწყვეტს მუშაობას, რომელიც "ლესტერში" განათხოვრებით თამაშობდა", - ნათქვამია სტატიაში.

alt"ლოკომოტივის" დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე: კვირკველიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები არავისთან არ გვაქვს და ამას არც ვაპირებთ

altსაბა კვირკველიას შეძენა 10 მილიონადაა შესაძლებელი

altზაზა ჯანაშია: შეუძლებელია, საბა კვირკველიას ამ საქმესთან რაიმე საერთო ჰქონდეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
dragovichi kargi mcvelia magram sakme sabas rusetidan moshorebaa tu didi pexburti unda tundac zamenaze rom ikos lestershi mainc itkvis tavis sitkvas darcmunebuli var
!!!!!!!
14:26 26-06-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული