ბაჩანა არაბული "ბალმაზუივაროშიდან" "პუშკაშ აკადემიაში" გადავიდა

AutoSharing Option
უნგრული "პუშკაშ აკადემიის" საიტი მათ გუნდში 24 წლის ქართველი თავდამსხმელის ბაჩანა არაბულის გადასვლას იუწყება.

მას თავის ყოფილ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა, თავისუფალი აგენტი გახდა და "პუშკაშ აკადემიამ" ორსეზონიანი შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა.

კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ არაბული საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდია და გასულ სეზონში მათ 3 გოლი გაუტანა.

შეგახსენებთ, "ბალმაზუივაროში" უნგრეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში საკუთარ მოედანზე საბრძოლო ფრეს (3:3) დასჯერდა "ფერენცვაროშთან" და ქვედა ლიგაში გავარდა.

altბაჩანა არაბული: ნაკრების მატჩები, როგორც ჩვენ დავგეგმეთ, ისე დასრულდა

altბაჩანა არაბული: სეზონის დასრულების შემდეგ არაფერს გამოვრიცხავ


 





მკითხველის კომენტარები / 3 /
არადა რამდენიმე წლის წინ კიევის დინამოს უნდოდა და არ გადავიდა, მე მანჩესტერ სიტიში მივდივარო :)))))) ეხლა ბალზამიროვშიკებიდან პუშკაშ აკადემიაში გადადის :)))) კარგი მენტალიტეტი გვაქ ვითომ?
superman
13:47 03-07-2018
3
არადა რამდენიმე წლის წინ კიევის დინამოს უნდოდა და არ გადავიდა, მე მანჩესტერ სიტიში მივდივარო :)))))) ეხლა ბალზამიროვშიკებიდან პუშკაშ აკადემიაში გადადის :)))) კარგი მენტალიტეტი გვაქ ვითომ?
superman
13:17 03-07-2018
1

სიახლეები პოპულარული