რას წერს "ნასიონალის" ოფიციალური საიტი გიორგი არაბიძის შესახებ

AutoSharing Option
20 წლის გიორგი არაბიძე მესამე ქართველი იქნება, რომელიც მომავალ სეზონში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.

მის გარდა, პრიმეირა ლიგაში ჩვენს ქვეყანას გიორგი მაკარიძე ("რიო ავე") და ავთო ებრალიძე ("ჩავესი") წარადგენენ.

არაბიძის "ნასიონალში" გადასვლის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი წერს:

"გიორგი არაბიძე "ნასიონალის" ჯერჯერობით უკანასკნელი შენაძენია. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა უკვე 4 შეხვედრაში მოირგო.

გიორგიმ კარიერა თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო, მაგრამ 2015 წელს დონეცკის "შახტარში" გადავიდა, სადაც ამ დრომდე იმყოფებოდა.

არაბიძემ "ნასიონალთან" ხელი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა", - წერია კლუბის ოფიციალურ
საიტზე.

altექსკლუზივი: გიორგი არაბიძე პორტუგალიურ კლუბში ჩაირიცხა

altგიორგი არაბიძე Golden Boy-ს პრიზის პრეტენდენტია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული