კარგი ამბავი - თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოირჩინა და ითამაშა

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი იძულებითი შესვენების შემდეგ "კრასნოდარის" შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, თორნიკე ოქრიაშვილმა.

თორნიკეს გუნდი შეკრებას ავსტრიაში გადის, მეზობელ სლოვენიაში გაემგზავრა, სადაც ეგვიპტის "ელ აჰლის" წაესპარინგა და 1:5 დამარცხდა.

თორნიკე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, 48-ე წუთზე დამატებაზე გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

თუმცა, "კრასნოდარის" შედეგს და მითუმეტეს ამხანაგურ მატჩში ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ოქრიაშვილი მწყობრში ჩადგა და თამაში დაიწყო.

altრუსებს თორნიკე ოქრიაშვილის გოლი არ ავიწყდებათ: ეს ფანტასტიკური იყო! [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 6 /
თუმცა კრასნოდარის შედეგს რა მნიშვნელობა აქვს?! რას ნიშნავს ეს? რა უაზრო აქცენტია ღმერთმანი, იქ მოთამაშე ქართველს ქომაგობდე მაგრამ გუნდს არა!
დ.ვ
09:28 10-07-2018
2
თოკო გილოცავ დაბრუნებას და გისურვებ დიდად წარმატებული კარიერა გქონოდეს კლუბშიც და ნაკრებში, სადაც შენ ძალიან გვჭირდები შენთვის ჩვეული მონდომებული თამაშით.
გაიოზი
09:46 10-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული