გიორგი არაბიძე: მწვრთნელს ბევრ დეტალზე ვესაუბრე, იმედია, კიდევ ბევრ გოლს გავიტან

AutoSharing Option
ქართველმა გიორგი არაბიძემ "ნასიონალში" უკვე 3 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და თავი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა.

Sportall.ge ფეხბურთელს პორტუგალიაში დაუკავშირდა და დაინტერესდა, როგორ შეეწყო ის ახალ კლუბს.

"ნასიონალში" ყველაფერი შესანიშნავად მიდის და გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა. ძალიან მიხარია და კარგია, რომ უკვე 2 გოლის გატანა შევძელი. ეს ფსიქოლოგიურადაც დამეხმარება.

პორტუგალიაში უკრაინისგან განსხვავებული ფეხბურთია. აქ უმაღლეს ლიგაში ვარ, სადაც განსხვავებული მოთხოვნები და ბევრი სხვა დეტალია.

გუნდის მწვრთნელს ბევრ დეტალზე ვესაუბრე. იმედი მაქვს, კარგ თამაშს გავაგრძელებ და კიდევ ბევრ გოლს გავიტან", - აღნიშნა
გიორგი არაბიძემ.

altგიორგი არაბიძემ დღეს ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლი გაიტანა [VIDEO]

altგიორგი არაბიძემ "ნასიონალში" სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა [VIDEO]

altექსკლუზივი: გიორგი არაბიძე პორტუგალიურ კლუბში ჩაირიცხა

altგიორგი არაბიძემ "ნასიონალში" პირველი ვარჯიში ჩაატარა [PHOTO]

altგიორგი არაბიძე Golden Boy-ს პრიზის პრეტენდენტია

მკითხველის კომენტარები / 1 /
არაბიძე მართლა კარგ გარემოში მოხვდა,მონაცემები ბუნებრივი კარგი აქვს, აქ მთავარია სათამაშო პრაქტიკა და შრომა,დარწმუნებული ვარ 2 ან 3 წელიწადში პორტუგალიის რომელიმე გრანდში გადავა. ბენფიკა,პორტო ან მინიმუმ ბრაგა!წარმატებები!
kika
10:34 12-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული