ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას, რომ იხდიან... - რატომ გადავიდა გიორგი ქვილითაია "გენტში"?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია ბელგიის კლუბ "გენტში" გადავიდა. ამის შესახებ ფეხბურთელმა ინფორმაცია Sportall.ge-ს დაუდასტურა.

"გუშინ "გენტში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე. კონტრაქტს ხელს სავარაუდოდ სამშაბათს, ანდაც ოთხშაბათს მოვაწერ. კონტრაქტი სავარაუდოდ 4-წლიანი იქნება.

რატომ გადავწყვიტე "გენტში" გადასვლა? ჩემი აზრით, ბელგიის ჩემპიონატი ავსტრიის ჩემპიონაზე მაღლა დგას. გარდა ამისა, როდესაც ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას იხდიან (სატრანსფერო თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს), და ნდობას გიცხადებენ, ე.ი მათთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ.

ეს ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. გუნდთან ერთად ვარჯიშს თვის ბოლოს შევძლებ, თამაში კი სავარაუდოდ
აგვისტოს ნახევარში შემეძლება", - გვითხრა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ "გენტში" კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ბერიძე და გიორგი ჩაკვეტაძე ირიცხებიან.

altავსტრიული პრესა: გიორგი ქვილითაია მალე "გენტის" ფეხბურთელი გახდება

მკითხველის კომენტარები / 17 /
წარმატებები გიორგის ! არ ვიცი რატომ არის ნეგატიური კომენტარები , ყველანაირად გამართლებული და წინგადადგმული ნაბიჯია , ბელგიის ჩემპიონატიც უკეთესია და უფრო მეტი წინსვლის საშუალებაც ექნება ამ ბიჭს .
levani
15:46 14-07-2018
1
2 წელი ითამაშა ავსტრიაში სტაბილურად 60 თამაში 22 გოლი გაიტანა და 8 საგოლე ნორმალური სტატისტიკაა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, ყველა რონალდო ხომ ვერ იქნება, რომ სეზონში 40 გოლი გაიტანოს? ახალგაზრდა ფეხბურთელია სტაბილურად თამაშობს გოლები გააქვს პროგრესირებს შრომისმოყვარე ბიჭია და გენტშიც უფრო აიმაღლებს კლასს ბელგია უფრო მაღალი დონეა ნამდვილად ვიდრე ავსტრია წარმატებებს ვუსურვებ ნეტა ბევრი ფეხბურთელი გვყავდეს ასეთი.
giorgi
18:34 14-07-2018
0

სიახლეები პოპულარული