ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას, რომ იხდიან... - რატომ გადავიდა გიორგი ქვილითაია "გენტში"?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია ბელგიის კლუბ "გენტში" გადავიდა. ამის შესახებ ფეხბურთელმა ინფორმაცია Sportall.ge-ს დაუდასტურა.

"გუშინ "გენტში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე. კონტრაქტს ხელს სავარაუდოდ სამშაბათს, ანდაც ოთხშაბათს მოვაწერ. კონტრაქტი სავარაუდოდ 4-წლიანი იქნება.

რატომ გადავწყვიტე "გენტში" გადასვლა? ჩემი აზრით, ბელგიის ჩემპიონატი ავსტრიის ჩემპიონაზე მაღლა დგას. გარდა ამისა, როდესაც ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას იხდიან (სატრანსფერო თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს), და ნდობას გიცხადებენ, ე.ი მათთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ.

ეს ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. გუნდთან ერთად ვარჯიშს თვის ბოლოს შევძლებ, თამაში კი სავარაუდოდ
აგვისტოს ნახევარში შემეძლება", - გვითხრა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ "გენტში" კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ბერიძე და გიორგი ჩაკვეტაძე ირიცხებიან.

altავსტრიული პრესა: გიორგი ქვილითაია მალე "გენტის" ფეხბურთელი გახდება

მკითხველის კომენტარები / 17 /
ფეხიანად ხო არის და ... უფეხოდ ხო დაბდღვნის ყველაფერს !
მარადონა
14 ივლისი 2018 15:45
37
წინა 2 კომენტარის ავტორო ხოარ მიგირტყიათ თავი რამეზე????
WTF???
14 ივლისი 2018 15:33
3
ყოჩაღ გიო ძალიან გამიხარდა გენტში გადასვლა რადგან ვეთანხმები შენს სიტყვებს რომ ბელგიის ჩემიონატი უფრო მაღლა დგას ვიდრე ავსტრიის თანაც გენტი ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. და ხალხო თქვენ რას წერთ აქ თუ ფეხბურთი არ იცით თავი დაანებეთ ესეთი სისულელეების წერას. გილოცავ გიო და რაც მთავარია პროგრედი არ შეაჩერო წარმატებები შენ.
ფანი
14 ივლისი 2018 15:25
2
ფრაიბურგის და მანჩესტერ სიტის მაგალითი გვიჩვენებს სამი ქართველი გუნდში = უმაღლესიდან გავარდნას
Zorbegi
14 ივლისი 2018 14:35
38
ზორბეგ,ეს მგონი შენი პირველი პოსტია და სჯობია,მეორედ აღარ შემოხვიდე,ან უფრო ჭკვიამური რამე თქვა.ეს ნამეტანი სისულელეა.ბოდიში პირდაპირობისათვის.
სოსო
14 ივლისი 2018 21:50
0
არაა, რატომ, რატომ, რატომ?! სამართალი აღარ არის ამ ქვეყანაზე
ეჰ
14 ივლისი 2018 14:26
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული