ლევან მჭედლიძემ 1 წლისა და 3 თვის შემდეგ პირველად ითამაშა

AutoSharing Option
1 წლისა და 3 თვის უქმობის შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ პირველად ითამაშა.

ტოსკანელები ამხანაგურ შეხვედრაში ქვედალიგელ "მონტელუპოს" დაუპირისპირდნენ და 5:0 გაიმარჯვეს.

ლევანი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მე-2 ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა. მან მეორე ნახევარი სრულად ჩაატარა.

როგორც იცით, მჭედლიძეს 2017 წლის აპრილის შემდეგ არ უთამაშია. მან ტრავმა "მილანთან" შეხვედრაში მიიღო, სადაც თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა.

"ემპოლი" კი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 21 ივლისს, "პრო ვერჩლის" წინააღმდეგ გამართავს.

altოფიციალურად: "ემპოლიმ" ლევან მჭედლიძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

მკითხველის კომენტარები / 5 /
გადავრჩენილვართ ბატონებო.
ვაჟა ზაზაევიჩი
11:37 19-07-2018
0
ჩაჩავა ტორპედოს შეფო! სადაა დაპირებული ლეგიონერები? ჩაიგდე მიზერულ თანხად კლუბი და სახელმწიფო ფულს მიირთმევ.
gode
10:47 19-07-2018
0

სიახლეები პოპულარული