პორტუგალიის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს გიორგი არაბიძის "ნასიონალი", რომელმაც დღეს ამხანაგურ-საკონტროლო მატჩში ქვედალიგური "ამორა" 2:1 დაამარცხა.
ანგარიში 43-ე წუთზე "ნასიონალმა" გახსნა, გიორგი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და ჩვეულ სტილში 48-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი. კლუბის საიტის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ გიორგის გოლი ფანტასტიკური იყო.
"ამორამ" 55-ე წუთზე ერთი საპასუხო გოლი გაიტანა და თამაში 2:1 დასრულდა.
გიორგი არაბიძე: მწვრთნელს ბევრ დეტალზე ვესაუბრე, იმედია, კიდევ ბევრ გოლს გავიტან