01:06 28-07-2018
საბა კვირკველიამ ცსკა-ს ფეხბურთელს ხელი გაარტყა და გააძევეს [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩმა ნიჟნი ნოვგოროდში დიდი ინტერესი გამოიწვია, სტადიონზე ანშლაგი იყო, თამაშს 43 319 მაყურებელი დაესწრო. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, ხოლო 106-ე წუთზე არმიელთა გარუსებულმა ბრაზილიელმა მცველმა ფერნანდესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
"ლოკოს" ქართველი მცველი საბა კვირკველია სასტარტო შემადგენლობაში იყო, თავის გუნდში გამორჩეული გახლდათ, მაგრამ 113-ე წუთზე მეტოქის ფეხბურთელს, როდრიგო ბეკაოს ხელი გაარტყა და პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს.
თუმცა, ამის გამო საბას დისკვალიფიკაციით ვერ დასჯიან, რადგან სუპერთასზე მიღებული წითელი ბარათი სხვა ტურნირზე არ მოქმედებს.
ცსკა-ს სასტარტო შემადგენლობაში იყო ნახევარმცველი ალან ძაგოევი (რუსთავშია დაბადებული და სანამ მისი ოჯახი რუსეთში გადაბარგდებოდა, ძაგოშვილი იყო), რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ტრავმა მიიღო და მხოლოდ ხორვატებთან შეხვედრაში დაბრუნდა. ის "ლოკომოტივთან" მატჩში პირველივე ტაიმში დაშავდა და შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ასე ჩვენ ვერ გავფრინდებით! ნერვებს მოთოკვა უნდა, თორემ რა ატამი, რი ატამი!..
7
0
ძაგოშვილი,ძაგოევი,ინგლისში რომ გადავიდეს,ალბათ გვარს ძაგოსონად შეიცვლის.ამათ რად უნდათ სამშობლო....
6
4
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული