01:06 28-07-2018
საბა კვირკველიამ ცსკა-ს ფეხბურთელს ხელი გაარტყა და გააძევეს [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩმა ნიჟნი ნოვგოროდში დიდი ინტერესი გამოიწვია, სტადიონზე ანშლაგი იყო, თამაშს 43 319 მაყურებელი დაესწრო. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, ხოლო 106-ე წუთზე არმიელთა გარუსებულმა ბრაზილიელმა მცველმა ფერნანდესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
"ლოკოს" ქართველი მცველი საბა კვირკველია სასტარტო შემადგენლობაში იყო, თავის გუნდში გამორჩეული გახლდათ, მაგრამ 113-ე წუთზე მეტოქის ფეხბურთელს, როდრიგო ბეკაოს ხელი გაარტყა და პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს.
თუმცა, ამის გამო საბას დისკვალიფიკაციით ვერ დასჯიან, რადგან სუპერთასზე მიღებული წითელი ბარათი სხვა ტურნირზე არ მოქმედებს.
ცსკა-ს სასტარტო შემადგენლობაში იყო ნახევარმცველი ალან ძაგოევი (რუსთავშია დაბადებული და სანამ მისი ოჯახი რუსეთში გადაბარგდებოდა, ძაგოშვილი იყო), რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ტრავმა მიიღო და მხოლოდ ხორვატებთან შეხვედრაში დაბრუნდა. ის "ლოკომოტივთან" მატჩში პირველივე ტაიმში დაშავდა და შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რა მოხდა საინტერესოა? რაიმე უთხრა იმან ვითომ. ისე თითქოს ზურგით იყო და არ აწუხებდა კვვირკველიას იმდენად რომ ამას ეს რეაქცია ჰქონოდა
2
0
ეს კვირკველიას არ ეკადრება, მას ბევრი პატარა ფეხბურტელები უყურებენ
4
5
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული